პრემიერ-მინისტრის განცხადება

„დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, იპოვოს სამართალი სასამართლოში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დისკრედიტაციისთვის  მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და დაასახელა კონკრეტული რაოდენობა, თუ რამდენი საჩივარია გაგზავნილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

პრემიერმა სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში განსაკუთრებით გაუმჯობესდა.