პრემიერ-მინისტრის განცხადება

პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლამდე სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო, მაგრამ  მას არასოდეს მოუსმენია მაშინ არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც სამართლიანი არ არის. დღეს კი მათი კრიტიკა გაუგებრობის შედეგია. პრემიერის განცხადებით, სასამართლო რეფორმა გრძელდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.