BBC-ის სიუჟეტი არის სიყალბე და უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. კობახიძის ინფორმაციით, ნივთიერება „კამიტი“, რომლის გამოყენებაზეცაა საუბარი, შსს-ს არასდროს შეუძენია არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს. პრემიერის თქმით, ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელზეც BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან.
მანანა დევაძე დეტალებით.