პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

15:15, 28.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს მასპინძლობს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მუდმივი მხარდაჭერის როლს და ენდრიუ პარსონსს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო პარალიმპიური მოძრაობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ითქვა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პარალიმპიური კომიტეტის წლიური ბიუჯეტი, ხოლო პარასპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოები ოლიმპიური სპორტსმენებისას გაუთანაბრდა.

მსგავსი