პრემიერ-მინისტრი დილიდან სამეგრელოში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი დილიდან სამეგრელოში იმყოფება. გიორგი გახარია ექიმებსა და პედაგოგებს შეხვდა. გიორგი გახარიამ შეხვედრის დასაწყისში მასწავლებლებლებს მიმართა და მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში, მათ როლზე გაამახვილა ყურადღება.

ზუგდიდში სტუმრობისას გახარია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ექიმებსაც შეხვდა. მინისტრი აცხადებს, რომ ჯანდაცვის დონისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. ხუთსართულიანი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, ის საქართველოში პირველი სახანძრო-სამაშველო შენობაა, რომელსაც ვერტმფრენის დასაშვები სივრცეც აქვს. გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო ავტომობილზე.

შენობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველო და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული განყოფილებაა განთავსებული. ამასთან, შენობა სავარჯიშო სივრცეს, გარდერობს, საძინებელს, სამზარეულოსა და საშხაპე ოთახებს, სამედიცინო კაბინეტებს მოიცავს. მასში საოპერატორო ოთახი, ე.წ. ქოლცენტრიცაა განთავსებული. გასხნას პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

 

დატოვე კომენტარი