პოლონეთმა აშშ-სგან „ამრაამის“ ასობით რაკეტა შეიძინა, რომელსაც ქვეყანა 2029-33 წლების განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 783 მილიონ ევროს შეადგენს. პოლონური შეიარაღების სააგენტო, რაკეტების ზუსტ ოდენობას არ ასაჯაროებს.
პოლონეთი და აშშ მომდევნო კვირაში ასევე ხელს მოაწერენ „აპაჩის“ ტიპის 96 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენის შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის ღირებულებაც 9 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში პოლონეთმა შტატებისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის რაკეტებიც შეიძინა, რომლებსაც ვარშავა 2026-30 წლებში მიიღებს. პოლონეთი ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნას გეგმავს.