პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება

ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც უნდა ჩატარდეს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომიტეტების სხდომები. ანჯეი დუდამ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთთან ერთად ხაზს გაუსვამენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. „ეს უნდა იყოს ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება,“ – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუმინეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.