პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის, თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს, სამხედრო დახმარების ჩათვლით. ამის შესახებ ანჟეი დუდამ პოლონეთში კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. უკრაინის დედაქალაქში, პოლონეთის პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ანჟეი დუდა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად აქტიურობისკენ მოუწოდებს.