პოლონეთის გადაწყვეტილება

პოლონეთს წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარის თქმა სურს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ შედეგის მისაღწევად ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს.

პოლონეთი შეწყვეტს რუსეთიდან ქვანახშირის შესყიდვას მომავალი თვიდან ან მაისიდან. რაც შეეხება ბუნებრივი აირის შეძენას, გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით, პოლონეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ბოლოს იწურება და მთავრობა მის გახანგრძლივებას არ აპირებს.