ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრობის რიგით მეხუთე კანდიდატის მოძებნა მოუწევს – საფრანგეთში ისევ პოლიტიკური კრიზისია. მიზეზი ქვეყნის პრემიერისთვის საფრანგეთის პარლამენტის მხრიდან გამოცხადებული უნდობლობაა. ფრანსუა ბაირუმ სახელმწიფო ვალის დაძლევის საკუთარი გეგმის სისწორეში ფრანგი დეპუტატების დარწმუნება ვერ მოახერხა.
პრემიერმა ემანუელ მაკრონს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა. თუმცა, ოპოზიციისთვის მხოლოდ პრემიერის გადადგომა არასაკმარისია. გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ, ოპონენტები საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოუწოდებენ.