პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა დაემატება. უწყების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველად შეიქმნება და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში კურსდამთავრებულთა დასაქმებას უზრუნველყოფს.