საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მოუსმინეს პროკურატურის მოწმეს, ექსპერტს, რომელმაც არსებულ ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანატოლი გიგაური ბრალს არ ეთანხმება, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.