პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლო პროცესი

15:25, 19.03.2025
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის გარდა, მხარეთა მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს. მოწმე იყო გამომძიებელი, რომელმაც საქმეზე გამოძიება ჩაატარა.
 
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

მსგავსი