პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მინდაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა თებერვლიდან დაიწყება. გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.