პოლიციელებმა პროფესიული დღე აღნიშნეს – საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა. უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფთან ერთად, კახეთის გზატკეცილზე განთავსებული იყო სპეციალური ტექნიკა. პოლიციელის დღის აღსანიშნი ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა მიმართეს.
გამოსვლების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. უწყების თანამშრომლებთან ერთად, სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდო მიიღო ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.