დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება – საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ გახსნა. უწყების ადმინისტრაციულ შენობასთან განთავსებული იყო უწყების სხვადასხვა დანაყოფი და სპეციალური ტექნიკა. პოლიციელებს სიტყვით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დღესვე წარმატებული პოლიციელები სამინისტროს სხვადასხვა მედლით დააჯილდოვა – გენო ოსიყმაშვილი დაესწრო ღონისძიებას და პირდაპირ ეთერში საუბარს განაგრძობს.