პოლიციელებისთვის სოციალური გარანტიები იზრდება

18:15, 15.11.2025

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სოციალური გარანტიები იზრდება. ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში. 15 000 ლარის ნაცვლად, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 ათასი ლარი გადაეცემა. ასევე, დაკრძალვის ხარჯები 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც და მძიმე დაზიანების შემთხვევაში ის 20 ათასი ხდება, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

მსგავსი