პირველი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა, საბა ბოლქვაძემ  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე, ესპანელ მეტოქესთან მარცხის შემდეგ, მან ჯერ რეპეშაჟში უკრაინელი სპორტსმენი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ  მეტოქეს მოუგო ასევე იპონით. ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით ასპარეზობს.