Pink Floyd უკრაინის მხარდასაჭერად

28-წლიანი პაუზის შემდეგ Pink Floyd-მა პირველი სიმღერა ჩაწერა. Hey, Hey Rise Up – კომპოზიცია ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა უკრაინის მხარდამჭერად გამოუშვა. Pink Floyd-ის წევრები მას უკრაინული ჯგუფ BoomBox-ის ვოკალისტთან, ანდრი ხლივნიუკისთან ერთად ასრულებენ. ანდრი ხლივნიუკი ომის დაწყების პირველივე დღიდან ჯარისკაცების გვერდით დგას, ის აქტიურია ასევე სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც მუდმივად ავრცელებს ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და უპირისპირდება რუსულ პროპაგანდას. რაც შეეხება ლეგენდარულ ინგლისელ მუსიკოს დევიდ გილმორს, მან უკრაინისადმი მხარდაჭერა ომის დაწყებიდან მალევე გამოხატა.