პიკელბოლის საჩვენებელი ტურნირი 

18:28, 10.10.2026

35-ე სკოლაში პიკელბოლის საჩვენებელი ტურნირი „ურბან ტროფი“ ჩატარდა. მოყვაულ ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მთავარი პრიზისთვის ამერიკის, ტაილანდის, უკრაინისა და ყაზახეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ. შეჯიბრების ორგანიზატორი თბილისის პიკელბოლის ფედერაცია იყო, მხარდამჭერი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

პიკელბოლი 2028 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიური თამაშების საჩვენებელ სახეობათა სიაშია შეტანილია. ეს კი ოლიმპიურ ოჯახში ოფიციალურად მიღებამდე ბოლო ნაბიჯია. ტურნირის ფინალში ცნობილი ვეტერანი ჩოგბურთელის, დავით კაჭარავასა და გიორგი კუპრავას დუეტი გავიდა და გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი