პენტაგონის განცხადება

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – თქვა კირბიმ. მისი თქმით, პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. „პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში: ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.