პენტაგონის განცხადება

კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას, – აცხადებენ პენტაგონში. მათი ინფორმაციით, მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, რუსეთს კვლავ შეუძლია ქალაქზე „მასობრივი სისასტიკე“ განახორციელოს. „ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის,“ – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კიბრიმ და აღნიშნა, რომ ჯარების ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომელია მათი საბოლოო დანიშნულების პუნქტი.

მანამდე ამერიკულმა მედიამ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთმა კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანა დაიწყო.