პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებული 37 წლის გელა ჭაღალიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

სამი დღის წინ შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ჭაღალიძემ საპატრულო პოლიციის მანქანა გააჩერა და ავტომობილიდან გადმოსული პატრული ყელის არეში დაჭრა. იგი პატრულის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

დაკავებულს ბრალი სს კოდექსის 353-პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს.