პატიმრებით მანიპულაცია – პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

12:12, 04.09.2026

მოუწოდებენ თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პატიმრებს, რომ შეწყალება ითხოვონ – ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, სადაც პაპუაშვილის შეფასებით, რადიკალური ჯგუფები გარედან მართული ოპოზიციის გავლენით მოქმედებდნენ.

ხელისუფლების ოპონენტებმა კი ისინი ბრმა იარაღად გამოიყენეს. სახელმწიფო, თავის მხრივ, მსჯავრდებულებს პოლიტიკურ მტრებად არასდროს აღიქვამდა. ოპოზიციის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლები განმარტავენ, რომ მსჯავრდებული ახალგაზრდები შეცდომაში სწორედ ოპოზიციონერებმა შეიყვანეს. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ აქციების ორგანიზატორ პოლიტიკოსებს ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში ჩართეს.

მსგავსი