პატიმრების შეწყალება
217 ადამიანი ციხეებს დატოვებს – პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის ექვსს არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა, სამს კი ნასამართლეობა მოეხსნა. შეწყალების აქტი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა უკვე მეათე შეწყალების აქტი გამოსცა.