გლდანისა და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ვირუსის ცალკეული შემთხვევების გამოვლენის მიუხედავად, ეპიდვითარება სისტემაში კონტროლს ექვემდებარება. პენიტენციური სამსახური კი საზოგადოებას კვლავ მიაწვდის ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.