პატიმრები ომბუდსმენის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის წინააღმდეგ

21:14, 30.06.2018

პატიმრები ომბუდსმენის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის წინააღმდეგ. ბოდიში შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ. ეს 120 მსჯავრდებული ქალის მოთხოვნაა. რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში იმ კვლევას აპროტესტებენ, სადაც ნათქვამია, რომ შემოწმება არა სკანერით, არამედ გაშიშვლების პრაქტიკით ხდება.

პატიმრებთან ერთად აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ სასჯელაღსრულების სამინისტროშიც. თავად ადამიანის უფლებათა ცენტრში კი ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი, შესაძლოა, ციხის ადმინისტრაციისგან იყოს მართული.

 

მსგავსი