პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ათი წლის ვადით, ნინო ქადაგიძე აირჩია. ქადაგიძის კანდიდატურას კენჭი დღეს პლენარულ სხდომაზე უყარეს. მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ. პლენარულ სხდომას თავად ნინო ქადაგიძეც დაესწრო. მან საკუთარი ხედვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა, სადაც მისი მოსმენა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.