პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარე 4 ოქტომბრის მოვლენებს მორიგი განცხადებით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სახეა.

„ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იან წლებში დაბრუნებას. ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი ორი კვირაა, 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს,“ – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ ზომებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანით არის შთაგონებული.