ზურაბ ჯაფარიძის დაკავების თაობაზე ელჩების კრიტიკულ გზავნილებს, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი დიპლომატებს იმ განცხადებებს ახსენებს, რომელიც წარსულში „რუსთავი ორის“, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით კეთდებოდა და ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ყველა ამ საქმეზე დასავლეთი ტყუოდა, ქართული მართლმსაჯულება კი მართალი იყო.
მისივე თქმით, ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ქართველებისგან უნდა ისწავლონ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი და ბოდიში მოიხადონ. ნაცვლად ამისა, ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, თეთრზე შავი გვითხრან, საზოგადოებაში კვლავ ზიზღი და სიძულვილი დათესონ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.