პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
 პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ განცხადებას ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა წინა ხაზზე მოწყვლადი პირები დააყენეს და ახლა პასუხისმგებლობას გაურბიან. მისი თქმით, ქვეყანა ქაოსსა და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა.
„იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ, რომ თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ, ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ეს იცოდა ოთხში ოთხ საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა – პოლიტიკოსმაც და ენჯეოშნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ. ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს,“ – წერს პაპუაშვილი.