პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

18:13, 28.06.2025

ცილისწამების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ძალაში შევიდა. ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით შემოტანილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია. კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კი კარგად აჩვენებს, რომ ამდენი წელი, ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, თურმე, სწორედ ევროპიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ იცავდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი