ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნიკა მელიას დაკავებაზეა საუბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი წერს: „2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს – 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის. ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის განცხადება გუშინ ღამით გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ, ნიკა მელია დააპატიმრეს, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,“- ნათქვამია განცხადებაში.