პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტს აჯამებს

„უკრაინა-საქართველოს შორის გაუგებრობები ამოწურულია – საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომლის საშუალებითაც რუსეთს სანქციების გვერდის ავლა შეეძლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის შეჯამებისას. მისი თქმით, კიევში გამართული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ კონკრეტული ინფორმაციები უკრაინის ხელისუფლებას დამახინჯებულად მიეწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის აგრესია განსაკუთრებით ნაცნობი და მტკივნეულია საქართველოსთვის, რომელსაც ეს საკუთარ თავზე არაერთხელ აქვს გამოცდილი. შალვა პაპუაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ განცალკევებით ჩასვლასაც გამოეხმაურა და ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა სინამდვილეში ფარსია.