იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. ბექა ძამაშვილის თქმით: საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება მტკიცებულებები. ერთია შეფასებები, მეორე, რეალურად რა მოხდა 2008 წელს. ჩვენი ქვეყნის სიმართლის დადგენა აუცილებელი იყო მტკიცებულებით, რაც არ იყო საქმეში. მისივე თქმით, „ისკანდერი“ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები და გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.
დღესვე ძამაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზეც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში იყო მიღებული და რომელიც ძამაშვილის თქმით, აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოს წინააღმდეგ.