„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბაიერნი“ პირველ არხზე

დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა პსჟ-მ B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა.

„ბაიერნი“ კი C ჯგუფში მეორე პოზიციაზე გავიდა. შესაძლოა, ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს უსმან დემბელე დაუბრუნდეს. ხვიჩა კვარაცხელია კი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაშია. ორი ევროპული გრანდი ატლანტაში ითამაშებს.

შეხვედრა, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.