პარასკევს თბილისი არენაზე ძიუდოში სეზონის მეოთხე გრანდ სლემი დაიწყება #ტაიმაუტი
პარასკევს თბილისი არენაზე ძიუდოში სეზონის მეოთხე გრანდ სლემი დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები 38 სპორტსმენით წარსდგება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა უძლიერესი შემადგენლობით იქნება ვაჟთა ნაკრები, შანსი ეძლევათ ახალგაზრდებსაც. გია თენაძის გუნდში კი 10 ძიუდოსტია. ტიტულის დაცვას შეეცდებიან გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური და ეთერ ლიპარტელიანი. ოქროს მედლების მოლოდიანია რა თქმა უნდა სხვა წონით კატეგორიებშიც.
#ტაიმაუტი