ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. ყაზახეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ჯამში შვიდი მედალი მოიპოვეს – ხუთი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და ერთი გუნდურში. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ქალდანი, საბა ბაღდავაძე და ზვიად გოგოჭური, ბრინჯაოს მედლები კი რევაზ ჩიკოიძემ, ლაშა ყიზილაშვილმა და ზურაბ ზურაბიანმა მიიღეს.