პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პაპუნა ლოცულაშვილი ამ დრომდე საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნევროლოგიური დარღვევა არ ფიქსირდება. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირის მდგომარეობა ღამით დამძიმდა და ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს ბინაზე წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. გუშინ კი დღის მეორე ნახევრიდან თავის ტკივილები დაეწყო და ორჯერ დაკარგა გონება, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. კლინიკაში აცხადებენ, რომ ტვინის შერყევა კვლევებით არ დადასტურებულა, პაციენტის გონების დაკარგვა კი ტკივილებმა გამოიწვია. მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა.
ექიმის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და ის სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება. გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემის ფაქტზე ექვსი პოლიციელია დაკავებული.
https://1tv.ge/video/aghkvetis-ghonisdzieba-papuna-loculashvilze-dzaladobis-faqtze-dakavebuli-policielebistvis/