პალესტინის აღიარების საკითხი - ბრიტანელი დეპუტატების მოწოდება 

დასავლეთში პალესტინის აღიარების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, სადაც ემანუელ მაკრონმა აღიარების თარიღად სექტემბერი დაასახელა, ბრიტანელმა დეპუტატებმა პრემიერ სტარმერს იმავე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არ ჩქარობს, მისთვის ეს ნაბიჯი ფართო გეგმის ნაწილია — გეგმის, რომელიც რეგიონის გრძელვადიან მშვიდობას უკავშირდება.

აღიარებას არ ეთანხმებიან არც იტალიასა და გერმანიაში. სანამ დასავლეთი ამ საკითხზე მსჯელობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია ღაზაში, სადაც ბავშვები შიმშილისგან ყოველდღიურად იღუპებიან. გაერო-ს შეფასებით, ათასობით ოჯახი ჰუმანიტარულ დახმარებას ვეღარ იღებს, ისრაელის მხრიდან პარაშუტით ჩამოყრილი ტვირთი საკმარისად არ მიიჩნევა.

სალომე თორაძე დეტალებით.