დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად პორტუგალიამაც აღიარა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ათამდე ქვეყანა აღიარებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ცალმხრივ დეკლარაციას კატეგორიულად უარყოფენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ დეკლარაცია რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს და ძირს უთხრის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსებს.