პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

 პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაიწყო. პაკისტანის სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ინდოეთის სამხედრო ობიექტების მიმართულებით სულ მცირე, სამი „ფატაჰ 2“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს. მათი სამიზნე იყო ბეასში მდებარე „ბრაჰმოს“ რაკეტების საწყობი, ასევე აეროდრომები. ისლამაბადში ამტკიცებენ, რომ დარტყმების შედეგად გაანადგურეს ინდოეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე დაზიანდა რამდენიმე სამხედრო საწყობი.

ამასთან ერთად, მედია იუწყება, რომ პაკისტანის დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა ქაშმირის შტატის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი 22 აპრილს დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, ტერორისტების თავდასხმას 28 სამოქალაქო პირი, ძირითადად ტურისტები, ემსხვერპლნენ. ინდოეთმა პაკისტანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც პაკისტანი უარყოფს.