პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ინდოეთში აცხადებენ, რომ საზღვარზე შეტევითი ოპერაციისა და ვითარების ესკალაციისთვის პაკისტანს ჯარი წინა ხაზზე გადაჰყავს. ინდოეთის საჰაერო ძალების პოლკოვნიკის განცხადებით, პაკისტანის მხრიდან განხორციელებული ყველა მტრული ქმედება ეფექტიანად იქნა აღკვეთილი. ამასთან, „სქაი ნიუსის“ ცნობით, ინდოეთის დარტყმების შედეგად ბოლო 12 საათში სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.