პაატა ბურჭულაძის განცხადება – შეფასებები

12:09, 26.09.2026

საქართველოს მოქალაქეებმა ოთხ ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების გადარჩევნები, ოცნების არჩევნების დღეს ჩვენ ისინი გადავირჩიეთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე წერს და აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარება ახლა პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ. იმ ოპოზიციურ პარტიებს კი, რომლებიც ოთხ ოქტომბერს ვერშემდგარ დამხობას აკრიტიკებენ, მოუწოდებს, უკეთესი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნონ.

„იმ ოპოპოლიტიკოსებს, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ ოთხ ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკისა და აზრების გამოთქმის გარდა, უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან,“ – წერს პაატა ბურჭულაძე. მსჯავრდებულის წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. 

მსგავსი