ოთხი წელი 5 ივლისის მოვლენებიდან
5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან ოთხი წელი გავიდა – 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირი მედიაზე ძალადობისა და აგრესიის ეპიცენტრად იქცა. რადიკალური დაჯგუფების წევრები მედიის 53 წარმომადგენელს სასტიკად გაუსწორდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დევნა, დამამცირებელი მოპყრობა და დამტვრეული ტექნიკა – ამ შედეგით დასრულდა შეტევა და ძალადობა მედიასაშუალებებზე.
თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, მას კლინიკაში განთავსება დასჭირდა. მძიმედ დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ძალადობრივ მოვლენებზე ჯამში 30-მდე ადამიანი დააკავეს.