ოთარ კიტეიშვილის გზა ავსტრიის ბუნდესლიგაში #ტაიმაუტი
კვირას ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. სატურნირო ცხრილში ლიდერია მისი შტურმიც და ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ზედიზედ მესამე ტიტულისთვის იბრძვის. დღევანდელ სიუჟეტში სწორედ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისა და მისი კლუბის ბოლო წლების შედეგებს გავიხსენებთ და კიტეიშვილის მიმდინარე სეზონსაც მიმოვიხილავთ.