ორკვირიანი ვადა შეთანხმების მისაღწევად

ტრამპის წამზომი ისევ ჩართულია – ვაშინგტონმა თეირანს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად ვადა ორ კვირამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკას სამხედრო ესკალაციით ემუქრება. მუქარა რეალური ჩანს და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უპრეცედენტო სამხედრო ძალა განალაგა.

„როიტერი“ წერს, რომ პენტაგონი ირანის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი ოპერაციისთვის ემზადება. გეგმა კი კონკრეტული პირების მიზანში ამოღებასა და თეირანში რეჟიმის შეცვლას მოიცავს. ირანში კი პროტესტი გრძელდება, სტუდენტები ისევ ქუჩაში ითხოვენ ხელისუფლების გადადგომას, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.