ორი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან

უკრაინაში ვითარება ყოველდღიურად უფრო რთულია – ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ინტენსიურად იბომბება ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც ორი ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში მტრებმა 600-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ასევე, რუსები თავდაცვის გარღვევას შეეცადნენ მარინსკის მიმართულებაზე. დაიბომბა სუმის ოლქიც.

უკრაინულმა ძალებმა კი, ხერსონის ოლქში „სუ-34“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია კრასნოდარის მხარეში ჩამოგდებული კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის სარადარო თვითმფრინავის შესახებაც, რომლის ღირებულებაც 350 მილიონი დოლარია.

ომის ორი წლისთავს დღეს ვიდეომიმართვით უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.