ალასკაზე დაგეგმილ ისტორიულ მოლაპარაკებამდე ორი დღე რჩება. მოახერხებენ თუ არა კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ამერიკისა და რუსეთის ლიდერები – ვიდრე პუტინი-ტრამპის შევხედრის შედეგები ცნობილი გახდება, უკრაინის და ამერიკის პრეზიდენტების და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით ვირტუალური სამიტი გაიმართა. ცნობილია უკრაინის პოზიცია: ოფიციალური კიევი მზადაა განიხილოს ტერიტორიული საკითხები არსებული ფრონტის ხაზის საფუძველზე, თუმცა ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების კანონიერ აღიარებას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აღნიშნა, ყველას სურს ომის დასრულება და ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა.