ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენა

12:06, 03.06.2026

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილს პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღის ბოლომდე წარუდგენს, ნაწილს კი უკვე წარედგინა. ამის შემდეგ კი სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც მსურველებს ამერიკისა და კანადის ვიზების მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც გარკვეულ ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. აღნიშნული პირები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ასევე ყალბი ისტორიების შექმნით მოქალაქეებს ვიზების მიღებას ჰპირდებოდნენ. ჯამში დაკავებულია სამი პირი. ექვსი პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი